четверг, 29 мая 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე:
დღეს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა.  ჩვენი მასალა დავდეთ ბლოგზე. გავეცანით მეგობრების უაღრესად საინტერესო პრეზენტაციებს, რომლებმაც მოგვცა საფუძველი ახალი იდეებისათვის. შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები და მივიღეთ მნიშვნელოვანი რჩევები. კიდევ ერთხელ გამოვხატავ დიდ პატივცემასა და მადლიერებას ნინო ტრენერის მიმართ. მიჭირს წარმოდგენა, რომ ტრენინგი დამთავრდა და აღარ მოგვიწევს ასე ინტენსიურად შეხვედრა.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

вторник, 27 мая 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღე:
მ ტრენინგზე ვისწავლეთ, როგორ დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს კვლევის წარმოებაში. გავეცანით მოდულს- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. გავეცანით კვლევის დროს გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს.შევადგინეთ სხვადასხვა სახის კითხვარი . შევქმენით პასუხების ფორმა.ვიმუშავეთ წყვილებში და პასუხები გავეცით ერთმანეთის კითხვარებს,ვისწავლეთ კითხვარების ბლოგზე და ფეისბუკზე ატვირთვა. გაკვეთილი მეტად ნაყოფიერი იყო. მასალა მასწავლებლისათვის  უაღრესად საჭიროა და დიდად შემიწყობს ხელს სწავლა-სწავლების საქმეში.

პროექტის კითხვარი

პროექტის კვლევის კითხვარი

вторник, 20 мая 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღის რეფლექსია:
      დღევანდელი ტრენინგი მეტად საინტერესოდ წარიმართა.  
გავეცანით მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ ტიპებს. სწავლის სხვადასხვა მიმართულებებს სხვადასხვა ინტელექტის მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას.        ყურადღება გავამახვილეთ იმ ხერხებსა და მეთოდებზე , რომლებიც უფრო პროდუქტიული იქნება თითოეულ მოსწავლესთან მუშაობისას.გავეცანით შეფასების რუბრიკებს, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შაბლონს.
        გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს. შევიტანეთ კორექტივები.        დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა.თავიდან გავიაზრეთ მთელი სასწავლო პროცესი. ეს ტრენინგი დიდად დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობაში, მოსწავლეებთან ურთიერთობისას.დღეს ბევრ სიახლეს გავეცანი, რაც დამეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი  ჩვენს ტრენერს ნინოს.





четверг, 15 мая 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღე:

      დღეს გავიმეორეთ ადრე შესწავლილი მასალა: დრაივში ფაილის შენახვა , ამ ფაილების სამუშაო   რეჟიმში გადაყვანა. ვისწავლეთ, როგორ უნდა ავტვირთოთ პრეზენტაცია და ტექსტი ბლოგზე.
როგორ უნდა შევუცვალოთ ბლოგს დიზაინი.
       შესწავლილი მასალის გამოყენებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ავტვირთეთ ბლოგზე.გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.
        ტრენინგი მეტად საინტერესო იყო.პირველად დავიბენით, მაგრამ ჩვენმა ტრენერმა- ნინომ ჯერ მონიტერზე გვიჩვენა, შემდეგ ,საჭიროების მიხედვით ,ინდივიდუალურად გვამუშავა, რითაც შრომა გაგვიიოლა, ჩვენც უკვეთ დაგვამახსოვრდა მოდულით გათვალისწინებული საკითხები.
         ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკის შედგენა. უკვე დამოუკიდებლად შემიძლია შევაფასო  შესაფერისი კრიტერიუმებით როგორც პრეზენტაცია, ასევე ბროშურა, ინტერნეტ-გაზეთი  და მოსწავლის ნებისმიერი ნაშრომი. წინასწარ მოსწავლეთათვის  დარიგებული შეფასების რუბრიკა მათ დააკვალიანებს, რა მიმართულებით წარმართონ მუშაობა. შეფასებაც იქნება გამჭვირვალე, ობიექტური და ყველასათვის ნათელი.ამ ტრენინგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

გილგამეშიანი

вторник, 13 мая 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე:

       დღეს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. გავეცანით საავტორო უფლებებს.ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის მითითების ფორმები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან სურათის, ვიდეოს გადმოწერა.
       ყველაზე საინტერესო იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. ჯგუფის წევრებმა მოვირგეთ მოსწავლეთა როლები   და ჩვენი პროექტების მიხედვით მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დიდხანს ვიფიქრეთ, რა ფორმა მიგვეცა მოსწავლის ნაშრომისათვის, რომ უფრო სრულად გვეჩვენებინა ჩვენი ცოდნა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და ნაშრომიც საინტერესო გამოსულიყო.
         მასწავლებელი მოთმინებით ისმენდა ჩვენს შეკითხვებს და გვაძლევდა რჩევებს. ბოლოს, ალღო ავუღეთ საქმეს და ახალ-ახალი იდეებიც გაგვიჩნდა.

четверг, 8 мая 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე:

        მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად და ენერგიულად დავიწყეთ.
დღეს გავეცანით შეფასების გეგმას. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას.ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაფერისი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.გავეცანით თითოეული სტრატეგიის მეთოდებს.
        დღემდე ამ საკითხებში ჩემი ცოდნა ზედაპირული იყო. ახლა უკვე გააზრებულად და თამამად შემიძლია პროექტის შესწავლილ კომპონენტებზე მუშაობა. ეს ცოდნა ნებისმიერ მასწავლებელს გამოადგება, მუშაობას გაუადვილებს.მოცემულმა სავარჯიშო მასალამ  იდეები შთამაგონა ახალი პროექტებისათვის, რომელთაც უთუოდ განვახორციელებ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.

понедельник, 5 мая 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია


მესამე დღე:

        ყოველი ახალი დღე ახალ-ახალ საინტერესო სიახლეს გვპირდება. დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი.პირიქით, ჩემი აზრით, რაც დღეს შევისწავლეთ,მასწავლებლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.გვეხმარება სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
        სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით შევარჩიეთ ინდიკატორები, შევიმუშავეთ სასწავლო ამოცანები.ვისწავლეთ, როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეთა დასაინტერესებლად. გავიაზრეთ,რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
        ამ ტრენინგმა ბევრი რამ შემძინა.სხვა კუთხით შევხედე ჩემს საქმიანობას სკოლაში და დავრწმუნდი, რომ მომავალში გაკვეთილებს ბევრად უკეთ დავგეგმავ.
         ვისწავლეთ მასალის დრაივში შენახვა, ერთმანეთისათვის გაზიარება და დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობა შინ, ჩვენთვის მოსახერხებელ დროსა და პირობებში

четверг, 1 мая 2014 г.

ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღეების რეფლექსია

პირველი დღე:

         ზოგადად  გავეცანით ინტელის ძირითად კურსს- "პროექტით სწავლებას".ტრენერმა გაგვაცნო,თუ   რას შევისწავლით თითოეული მოდულის გავლისას. ისე გაიარა ტრენინგისათვის განკუთვნილმა დრომ, რომ არც დაღლა გვიგრზვნია და არც მუშაობა მოგვბეზრებია.
         ტრენერმა მარტივად, ჩვენთვის გასაგებად, თვალსაჩინოდ გვასწავლა, როგორ შევქმნათ პორტფოლიო, როგორ განვალაგოთ იქ ის მასალები, რომლებსაც შევქმნით. როგორ მოვიყვანოთ ჩვენი დოკუმენტები სისტემაში, რისთვის გვჭირდება ჩეკლისტები და როგორ შევქმნათ ჩვენი ბლოგი.
          პირველი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ბევრი რამ გავიგე. მოცემული საშინაო დავალება კი შესწავლილის გამეორებასა და უკეთ დამახსოვრებაში გამომადგება.
         ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ ტრენინგზე ამდენი მასალის შესწავლას თუ მოვახერხებდი.

მეორე დღე: 

           დღეს ტრენინგი ორგანიზებულად და საქმიანად დავიწყეთ.შევქმენით პუბლიკაცია. მუშაობა მოგვიწია მრავალ დოკუმენტზე.  
           გავეცანით ბუკლეტის მომზადების წესს. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტების შესახებ პუბლიკაციის მომზადებაზე. უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, როგორ უნდა შეიქმნას პროექტი. რისთვის არის იგი საჭირო და რას მისცემს ჩემს მოსწავლეებს ახალს. . ეს სამუშაო დღევ ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო.