четверг, 1 мая 2014 г.

ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღეების რეფლექსია

პირველი დღე:

         ზოგადად  გავეცანით ინტელის ძირითად კურსს- "პროექტით სწავლებას".ტრენერმა გაგვაცნო,თუ   რას შევისწავლით თითოეული მოდულის გავლისას. ისე გაიარა ტრენინგისათვის განკუთვნილმა დრომ, რომ არც დაღლა გვიგრზვნია და არც მუშაობა მოგვბეზრებია.
         ტრენერმა მარტივად, ჩვენთვის გასაგებად, თვალსაჩინოდ გვასწავლა, როგორ შევქმნათ პორტფოლიო, როგორ განვალაგოთ იქ ის მასალები, რომლებსაც შევქმნით. როგორ მოვიყვანოთ ჩვენი დოკუმენტები სისტემაში, რისთვის გვჭირდება ჩეკლისტები და როგორ შევქმნათ ჩვენი ბლოგი.
          პირველი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ბევრი რამ გავიგე. მოცემული საშინაო დავალება კი შესწავლილის გამეორებასა და უკეთ დამახსოვრებაში გამომადგება.
         ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ ტრენინგზე ამდენი მასალის შესწავლას თუ მოვახერხებდი.

მეორე დღე: 

           დღეს ტრენინგი ორგანიზებულად და საქმიანად დავიწყეთ.შევქმენით პუბლიკაცია. მუშაობა მოგვიწია მრავალ დოკუმენტზე.  
           გავეცანით ბუკლეტის მომზადების წესს. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტების შესახებ პუბლიკაციის მომზადებაზე. უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, როგორ უნდა შეიქმნას პროექტი. რისთვის არის იგი საჭირო და რას მისცემს ჩემს მოსწავლეებს ახალს. . ეს სამუშაო დღევ ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო.

2 комментария:

  1. ქალბატონო ანა, კარგი რეფლექსიაა, კარგად ჩანს თქვენი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით რაც გავაკეთეთ ტენინგზე. მადლობა :)

    ОтветитьУдалить
  2. ქალბატონო ანა, მომეწონა თქვენი ინტელის ტრენინგის სასწავლო დღეების რეფლექსია

    ОтветитьУдалить