четверг, 15 мая 2014 г.
вторник, 13 мая 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე:
დღეს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. გავეცანით საავტორო უფლებებს.ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის მითითების ფორმები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან სურათის, ვიდეოს გადმოწერა.
ყველაზე საინტერესო იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. ჯგუფის წევრებმა მოვირგეთ მოსწავლეთა როლები და ჩვენი პროექტების მიხედვით მოვამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. დიდხანს ვიფიქრეთ, რა ფორმა მიგვეცა მოსწავლის ნაშრომისათვის, რომ უფრო სრულად გვეჩვენებინა ჩვენი ცოდნა კომპიუტერულ ტექნოლოგიებში და ნაშრომიც საინტერესო გამოსულიყო.
მასწავლებელი მოთმინებით ისმენდა ჩვენს შეკითხვებს და გვაძლევდა რჩევებს. ბოლოს, ალღო ავუღეთ საქმეს და ახალ-ახალი იდეებიც გაგვიჩნდა.

четверг, 8 мая 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
მეოთხე დღე:
მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, ორგანიზებულად და ენერგიულად დავიწყეთ.
დღეს გავეცანით შეფასების გეგმას. გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას.ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაფერისი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები.გავეცანით თითოეული სტრატეგიის მეთოდებს.
დღემდე ამ საკითხებში ჩემი ცოდნა ზედაპირული იყო. ახლა უკვე გააზრებულად და თამამად შემიძლია პროექტის შესწავლილ კომპონენტებზე მუშაობა. ეს ცოდნა ნებისმიერ მასწავლებელს გამოადგება, მუშაობას გაუადვილებს.მოცემულმა სავარჯიშო მასალამ იდეები შთამაგონა ახალი პროექტებისათვის, რომელთაც უთუოდ განვახორციელებ. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.

понедельник, 5 мая 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღე:
ყოველი ახალი დღე ახალ-ახალ საინტერესო სიახლეს გვპირდება. დღევანდელი დღეც არ იყო გამონაკლისი.პირიქით, ჩემი აზრით, რაც დღეს შევისწავლეთ,მასწავლებლისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.გვეხმარება სასწავლო პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაში.
სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით შევარჩიეთ ინდიკატორები, შევიმუშავეთ სასწავლო ამოცანები.ვისწავლეთ, როგორ უნდა დავსვათ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოსწავლეთა დასაინტერესებლად. გავიაზრეთ,რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ამ ტრენინგმა ბევრი რამ შემძინა.სხვა კუთხით შევხედე ჩემს საქმიანობას სკოლაში და დავრწმუნდი, რომ მომავალში გაკვეთილებს ბევრად უკეთ დავგეგმავ.
ვისწავლეთ მასალის დრაივში შენახვა, ერთმანეთისათვის გაზიარება და დოკუმენტზე ერთობლივი მუშაობა შინ, ჩვენთვის მოსახერხებელ დროსა და პირობებში
четверг, 1 мая 2014 г.
ინტელის ტრენინგის პირველი და მეორე დღეების რეფლექსია
პირველი დღე:
ზოგადად გავეცანით ინტელის ძირითად კურსს- "პროექტით სწავლებას".ტრენერმა გაგვაცნო,თუ რას შევისწავლით თითოეული მოდულის გავლისას. ისე გაიარა ტრენინგისათვის განკუთვნილმა დრომ, რომ არც დაღლა გვიგრზვნია და არც მუშაობა მოგვბეზრებია.
ტრენერმა მარტივად, ჩვენთვის გასაგებად, თვალსაჩინოდ გვასწავლა, როგორ შევქმნათ პორტფოლიო, როგორ განვალაგოთ იქ ის მასალები, რომლებსაც შევქმნით. როგორ მოვიყვანოთ ჩვენი დოკუმენტები სისტემაში, რისთვის გვჭირდება ჩეკლისტები და როგორ შევქმნათ ჩვენი ბლოგი.
პირველი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, ბევრი რამ გავიგე. მოცემული საშინაო დავალება კი შესწავლილის გამეორებასა და უკეთ დამახსოვრებაში გამომადგება.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთ ტრენინგზე ამდენი მასალის შესწავლას თუ მოვახერხებდი.
მეორე დღე:
დღეს ტრენინგი ორგანიზებულად და საქმიანად დავიწყეთ.შევქმენით პუბლიკაცია. მუშაობა მოგვიწია მრავალ დოკუმენტზე.
გავეცანით ბუკლეტის მომზადების წესს. ვიმუშავეთ ჩვენი პროექტების შესახებ პუბლიკაციის მომზადებაზე. უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, როგორ უნდა შეიქმნას პროექტი. რისთვის არის იგი საჭირო და რას მისცემს ჩემს მოსწავლეებს ახალს. . ეს სამუშაო დღევ ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო.

Подписаться на:
Сообщения (Atom)